weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

რუსეთმა და უკრაინამ პატიმრები გაცვალეს – რეჟისორი ოლეგ სენცოვი თავისუფალია

18:01 შაბათი, 07 სექტემბერი 2019

უკრაინელი რეჟისორი ოლეგ სენცოვი, რომელიც რუსულმა სასამართლომ ხუთი წლის წინ დამნაშავედ ცნო ტერორიზმის მუხლით წარდგენილ ბრალდებაში და ოცი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თავისუფალია. ის სამშობლოში რუსეთსა და უკრაინას შორის პატიმრების გაცვლის შედეგად დაბრუნდა.

„ბი ბი სის“ რუსული სამსახურის ცნობით, რუსეთმა უკრაინას სენცოვის გარდა კიდევ 34 პატიმარი გადასცა. კიევის „ბორისპოლის“ აეროპორტში მათ ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკიც დახვდა.

უკრანულმა მხარემაც 35 პატიმარი გაათავისუფლა, მათ შორის, გამოცემა „რია ნოვოსტის“ უკრაინული განყოფილების დირექტორი კირილ ვიშინსკი, რომელიც 2018 წლის მაისში დააკავეს.

რაც შეეხება ოლეგ სენცოვს, ის 2014 წელს ყირიმში, სიმფეროპოლში დააკავეს და ტერაქტის მომზადებისთვის წაუყენეს ბრალი. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ვერსიით, 2014 წლის 9 მაისს, სენცოვი სხვა პირებთან ერთად ლენინის მემორიალთან აფეთქების მოწყობას გეგმავდა. ის რუსეთის მმართველი პარტიის „ერთიანი რუსეთის“ და „ყირიმის რუსული თემის“ ოფისების დაწვაშიც დაადანაშაულეს. 2015 წლის აგვისტოში ჩრდილო კავკასიის სამხედრო საოლქო სასამართლომ ოლეგ სენცოვი დამნაშავედ ცნო ტერორისტული საზოგადოების ორგანიზებაში და 20-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ოლეგ სენცოვი აფეთქებებთან კავშირს უარყოფს და ამბობს, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის გამო იდევნებოდა. სენცოვი ციხეში ასზე მეტი დღის განმავლობაში პროტესტის ნიშნად შიმშილობდა.

სამშობლოში დაბრუნებულმა რეჟისორმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მისი და სხვა პატიმრების თავისუფლებისთვის იბრძოდა. როგორც მან აღნიშნა, ბრძოლა ჯერ კიდევ არ არის დასრულებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]